"არსენალი" ჰავერცს უახლოვდება !

16-01-2020, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "არსენალმა" გერმანელი ნახევარმცველის, მესუთ იოზილის შემცვლელს მიაგნო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანელი მიკელ არტეტას ხელმძღვანელობის კლუბის სატრანსფერო რადარზე ბოლო დროს, "ლევერკუზენის" შუახაზელი, კაი ჰავერცი გამოჩნდა.

ცნობების მიხედვით, "არსენალი" 20 წლის ამომავალი ვარსკვლავის სანაცვლოდ, მზადაა 65 მილიონი გირვანქა გაიმეტოს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირება ამასთან ერთად, კატალონიის "ბარსელონას" სურს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სფფ-მ სალომე ზურაბიშვილს განცხადებით უპასუხა

დაგვიმეგობრდით