"ტოტენჰემმა" კავანისთან შეათანახმა !

16-01-2020, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ტოტენჰემმა" ინგლისელი თავდამსხმელის, ჰარი კეინის შემცვლელს მიაგნო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პორტუგალიელი ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობის გუნდი ამჟამად ყველაზე მეტად, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ურუგვაელი შემტევის, ედინსონ კავანის გადაბირებითაა დაინტერესებული.

ცნობების მიხედვით, "ტოტენჰემის" და 32 წლის შემტევის წარმომადგენლებმა კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმეს.

შეგახსენებთ, რომ კეინისთვის ტრავმის გამო მიმდინარე სეზონი დასრულებულია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ყველა მატჩი მაყურებლის გარეშე - უეფაში ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით