ობამეიანგს დისკვალიფიკაცია მოეხსნა

16-01-2020, 13:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "არსენალის" გაბონელ თავდამსხმელს, პიერ-ემერიკ ობამეიანგს, დისკვალიფიკაცია მოეხსნა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფეხბურთო ასოციაციამ დაადგინა, რომ "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ვარდნა, რომლის გამოც შემტევმა წითელი ბარათი მიიღო, განზრახ არ გაკეთებულა.

ცნობების მიხედვით, ობამეიანგს არც 15 000 გირვანქის გადახდა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დისკვალიფიკაცია ვარსკვლავის 3 მატჩიან უაქტივობას ითვალისწინებდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ღმერთო, ეს კიდევ აქ არის?" - რას ამბობენ გერმანელები კალაძეზე

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით