"მილანი" და "რომა" ფეხბურთელების გაცვლას გეგმავენ

16-01-2020, 21:43

გავლენიანი იტალიური გამოცემა Calciomercato-ს ინფორმაციით, მ"მილანი" და "რომა" ფეხბურთელების გაცვლისთვის ემზადებიან.

წყაროს ცნობით, თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, ჯენგიზ იუნდერი "მილანში" გადავა, ხოლო სუსო კარიერას "რომაში" გააგრძელებს.

იუნდერი "რომას" რიგებში 2017 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ, 77 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გაიფორმა. სუსო კი "მილანში" 2014 წლიდან თამაშობს და ჩატარებულ 153 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 24-ჯერ აიღო და 31 ასისტი მიითვალა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველო უმძიმესი გამოწვევის წინაშე დადგა - რა განცხადება გააკეთეს უეფაში

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით