შოთა არველაძე რევაზ ძოძუაშვილზე კურიოზს იხსენებს

17-01-2020, 15:48

საქართველოს ნაკრების ლეგენდარული ფორვარდი შოთა არველაძე თბილისის "დინამოში" გატარებულ პერიოდს იხსენებს, როცა გუნდის თავკაცის პოსტი აგრეთვე ლეგენდარულმა "დინამოელმა", რევაზ ძოძუაშვილმა დაიკავა.

"დავით ყიფიანმა "დინამო" დატოვა და უცხოეთში გადავიდა სამუშაოდ. მისი ადგილი რეზო ძოძუაშვილმა დაიკავა. "მიხიჩა" ახალგაზრდებისთვის, მართლაც, საუკეთესო მწვრთნელი იყო. თუ დაინახავდა, რომ ნიჭის გარდა მონდომებაც არ გაკლდა, თან გადაგყვებოდა. თბილისის "მრეტებში" მოთამაშე გიო ქინქლაძე სასწრაფოდ "დინამოში" გადმოიყვანა და ოცნების გუნდის შექმნას შეუდგა".

"მე გამორჩეულად ვუყვარდი... ერთხელ ქალაქში, მაღაზიიდან პროდუქტებით დატვირთული გამოდიოდა და მე შევეფეთე, ხელები დაკავებული ჰქონდა, გადაღლილი ჩანდა, ცუდ ხასიათზე იყო. - რა იყო "მიხიჩ", რა მოხდა-მეთქი, - არაფერი, არაფერიო... ერთი ღრმად ამოისუნთქა და მერე დააყოლა, - მოიცა, მოიყვან ცოლს და შენც ასე მოგეტ... კარგის ტრაკიო", - იხსენებს არველაძე.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქვილითაია: "ეს გოლი თვითშეფასებას ამიმაღლებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით