პირველად კარიერაში, რა მოხდა ამ წუთებში კონორ მაკგრეგორის აწონვის დროს

17-01-2020, 22:33

კვირას, 19 იანვარს UFC 246-ის ფარგლებში ცნობილი ირლანდიელი მებრძოლი, კონორ მაკგრეგორი ოქტაგონზე დაბრუნდება.

დღეს 31 წლის სპორტსმენი აწონვაზე გამოცხადდა და კარიერის ყველაზე მაღალი წონა, 77.1 კილოგრამი დააფიქსირა.

როგორც ჩანს, კონორი ბრძოლისთვის განსაკუთრებულად ემზადება, რადგან მსგავსი მაღალი წონა მაკგრეგორს MMA-ს ისტორიაში არ დაუფიქსირებია.

შეგახსენებთ, რომ ირლანდიელი მებრძოლი 14 თვიანი პაუზის შემდეგ პირველად ბრუნდება UFC-ში და ის დონალდ კერონს დაუპირისპირდება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით