ოფიციალურად: UFC-ის დაპირისპირება გაუქმდა

18-01-2020, 23:43

UFC 246-ის ეგიდით ბრძოლები გაიმართება, ყველაზე დიდ ყურადღებას კი მაკგრეგორისა და კერონის დაპირისპირება იწვევს.

თუმცა, ასევე ძალიან საინტერესო უნდა ყოფილიყო ქალებს შორის 52 კილოგრამ წონით კატეგორიის ბრძოლა, რომელშიც კლაუდია გადელია ალექსა გრასოს უნდა შეხვედროდა.

სამწუხაროდ, ამ უკანასკნელმა აწონვები "ჩააგდო". მექსიკელმა სპორტსმენმა 55 კილოგრამი დააფიქსირა, რაც დასაშვებზე მეტია.

შესაბამისად, მნიშვნელოვანი ბრძოლა ჩაიშალა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით