იბრაჰიმოვიჩმა სერია ა-ს რეკორდი დაამყარა

19-01-2020, 21:28

დღეს იტალიის სერია ა-ს მე-20 ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "მილანმა" "უდინეზეს" უმასპინძლა და ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ თამაშში რეკორდი დაამყარა "როსონერის" ვეტერანმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა.

კერძოდ, შვედ ფეხბურთელს უკვე 150 გამარჯვება დაუგროვდა სერია ა-ში. მან ამ შედეგის მიღწევა 222 თამაშში შეძლო, ასე სწრაფად კი იგივეს გამეორება ვერცერთმა სხვა მოთამაშემ ვერ მოახერხა.

ზლატანის შემდეგ საუკეთესო შედეგი მილანის "ინტერის" ლეგენდას, ესტებან კამბიასოს ეკუთვნის, რომელმაც 150 გამარჯვების მოპოვება 230 თამაშში შეძლო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შენგელია ევროლიგის ორ სიმბოლურ გუნდში მოხვდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით