მაკგრეგორი: "დიახ, ამ მიზეზის გამო მე რუსი ვარ"

20-01-2020, 13:16

UFC 246 - ის შემდეგ ირლანდიელმა მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა ხაბიბ ნურმაგომედოვთან შესაძლო მატჩ-რევანშის შესახებ მედიასთან საჯაროდ ისაუბრა.

"მე რუსი ხალხი და რუსეთი ძალიან მიყვარს, ამიტომ ვთვლი თავს რუსად. ნურმაგომედოვს კარგი ტექნიკა აქვს, სწორედ ამიტომ, რევანშისთვის კარგად უნდა მოვემზადო".

"ვერ ვხედავ პრობლემას ბრძოლა რუსეთში ჩატარდეს. ახლა მე უფრო დიდი რუსი ვარ, ვიდრე ხაბიბ ნურმაგომედოვი". - განაცხადა კონორმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ბრძოლაში მაკგრეგორმა დონალდ კოვბოი სერონი 40 წამში დაამარცხა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით