ხაბიბი თუ მაკგრეგორი - დაუმარცხებელმა მეივეზერმა საუკუნის ბრძოლა დაანონსა

20-01-2020, 23:02

ამერიკელმა მოკრივემ ფლოიდ მეივეზერმა სოციალურ ქსელში პოსტები განათავსა, რომლებშიც აანონსებს ორ შესაძლო ორთაბრძოლაზე კონორ მაკგრეგორთან და ხაბიბ ნურმაგომედოვთან.

თავდაპირველად, დაუმარცხებელმა მოკრივემ განათავსა ფოტო მაკგრეგორთან სავარაუდო რევანშის შესახებ. შეგახსენებთ, რომ 2017 წელს, მათ საკრივო ორთაბრძოლა გამართეს ნახევრადსაშუალო წონაში. მეივეზერმა მე-10 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა.

"წავედით, ჩემპიონო!" - დაწერა მეივეზერმა მას შემდეგ, რაც მაკგრეგორმა დონალდ სერონე დაამარცხა და ტრიუმფალურად დაბრუნდა UFC-ში.

გარკვეული დროის შემდეგ, ამერიკელმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც დაანონსა შესაძლო ბრძოლის შესახებ, რომელსაც რუსი ხაბიბ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ გამართავს.

მოგახსენებთ, 2019 წელს გამოცხადდა, რომ მეივეზერი 2020 წელს განაახლებს კარიერას და ორ ბრძოლას გამართავს, მათ შორის ერთს - UFC-ის მებრძოლთან.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით