"ღმერთო, ეს კიდევ აქ არის?" - რას ამბობენ გერმანელები კალაძეზე

20-01-2020, 15:43

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ლეგენდათა ტრადიციული ტურნირი  გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა თბილისის "დინამომ" მიიღო და ფინალში გასვლა მოახერხა, თუმცა "ჰერტას" ვეღარ აჯობა და მე-2 ადგილს დასჯერდა.

სამაგიეროდ, თბილისელების გუნდმა (გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, ლაშა სალუქვაძე, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ოთარ მარცვალაძე, ლევან ცქიტიშვილი, დავით სირაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, ზურაბ ხიზანიშვილი), ისეთ გრანდებს აჯობა, როგორებიც "ლევერკუზენი", "დორტმუნდი" და "შალკე" არიან.

გერმანელების ყურადღების ეპიცენტში გახლდათ კახა კალაძე, რომელზეც ადგილობრივ მედიაში ჯერ შემდეგი რამ დაწერეს: "მან ჩემპიონთა ლიგა "მილანთან" ერთად 2-ჯერ მოიგო და ის ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია, ახლა კი საქართველოს დედაქალაქის მერი. უდაოდ, მერი არცეთ ქალაქს არ ჰყავს".

ამის შემდეგ კი მატჩების მიმდინარეობისას კომენტატორის ყურადღებაც მიიპყრო, რომელიც რამდენიმე ცვლილების შემდეგ კალაძეზე ასეთ რამეს ამბობდა: "ღმერთო, კალაძე ისევ აქ არის".

კალაძე ეპიცენტრში მოხვდა კიდევ ერთ მომენტში, როცა "შალკეს" დამარცხების შემდეგ "ვერდერის" ერთ-ერთ ფეხბურთელს ჟურნალისტმა ჰკითხა, თბილისელების ბარიერის  გადალახვას რა ტაქტიკით ეცდებითო. "მთავარია კახის მოვუხერხოთ რამე და დანარჩენი იქნება", - იყო პასუხი, თუმცა "დინამომ" "ვერდერის" ვარიერიც დაძლია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქვილითაია: "ეს გოლი თვითშეფასებას ამიმაღლებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით