ოფიციალურად: ჯანო ანანძემ "სპარტაკთან" კონტრაქტი გაწყვტა

21-01-2020, 14:37

რუსული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ მოსკოვის "სპარტაკთან" კონტრაქტი გაწყვიტა.

რუსეთის პრემიერლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე "სპარტაკის" შემადგენლობიდან ანანიძე უკვე წაშლილია.

ჯანო "სპარტაკის" ღირსებას 2009 წლიდან იცავდა. ამ ხსნის განმავლობაში ის ორჯერ იყო განათხოვრებული: 2013-2014 წლების სეზონი "როსტოვში", ხოლო გასული სეზონის მეორე ნახევარი "კრილია სოვეტოვში" გაატარა.

ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად ათი მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.

ანანიძის მომდევნო კლუბი ჯერ გარკვეული არაა, თუმცა რუსულ მედიაში ქართველს თურქეთის ჩემპიონატთან აკავშირებენ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"შეუძლიათ გამოაქვეყნონ რაც სურთ, ამით ყველაფერი მორჩება", - ბასილაშვილის ადვოკატი

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით