მბაპე: "ფრანგ ბავშვებს ერთი კუმირი გვყავს"

21-01-2020, 15:12

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ ბავშვობის საყვარელ ფეხბურთელებზე ისაუბრა.

"როცა ბავშვი ვიყავი, ჩემი კუმირი ზიდანი იყო. თუ ფრანგი ბავშვი ხარ, ყველა ვარიანტში, შენი კუმირი ზიდანია".

"როცა გავიზარდე, ჩემი საყვარელი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდუ იყო. გამიმართლა, რომ მის წინააღმდეგ თამაშის საშუალება მომეცა", -ციტირებს მბაპეს სიტყვებს Marca.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით