აანანიძე: "ჩვენი ბილიკები გაიყო, მაგრამ "სპარტაკი" სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში"

6-02-2020, 16:33

როგორც მოგესენებათ, დღეს გასაჯაროვდა ცნობა ჯანო ანანიძის მიერ "სპარტაკთან" კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ.

ქართველმა ლეგიონერმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა სადაც მოსკოვურ კლუბს გამოემშვიდობა.

"დღეს მე და საფეხბურთო კლუბი "სპარტაკი" შევთანხდით, ურთიერთთანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ. ჩვენ მივიჩვენთ, რომ ეს მოცემულ ვითარებაში სწორი გადაწყვეტილებაა. ძალიან მიხარია, რომ 11 წლის წინ ისეთ შესანიშნავ გუნდში მოვხვდი, როგორიც "სპარტაკია". წლების განმავლობაში ჩემს ცხოვრებასა და საფეხბურთო კარიერაში იყო როგორც ნათელი, ისე შავი ფერები".

"სპარტაკი" გახდა ჩემი სახლი და სწორედ აქ ვგრძნობდი მხარდაჭერას ცუდ პერიოდებში. ეს მხარდაჭერა შეუცვლელი იყო კლუბის ხელმძღვანელობისგან და უპირველეს ყოვლისა, მისი ხელმძღვანელისგან, ლეონიდ ფედუნისგან, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ 11 წლის განმავლობაში ჩემთან ერთად იყო: ფეხბურთელები, მწვრთნელები, სამედიცინო და ტექნიკური პერსონალი, საწვრთნელი ბაზის თანამშრომლები. ყველას არ ეძლევა შესაძლებლობა დაიცვას ისეთი დიდი გუნდის ფერები, როგორიც "სპარტაკია".

"ამავდროულად ვგრძნობდი გულშემატკივართა თბილ მხარდაჭერას ერგულად, რისთვისაც მათი ძალიან მადლობელი ვარ. დიახ, ჩვენი ბილიკები გაიყო, მაგრამ რაც არ უნდა მომხდარიყო, "სპარტაკი" სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში", - წერს ანანიძე.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩვენებურებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით