"ჩელსის" ვარსკვლავი: "ქართველმა აღიარა, რომ ჩემთან მართალი არ იყო"

21-01-2020, 23:59

"ჩელსის" ნახევარმცველმა, კრის მაუნტმა, Daily Mail-ის წარმომადგენელბთან საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გურამ კაშიას შესახბ ისაუბრა.

"შევედი გასახდელში, სადაც ის ფეხბურთელები იყვნენ, რომლებიც გუნდში დიდ როლს თამაშობდნენ. ბავშვი ვარ. ეს იყო გამოცდა. მე ყველას ხელი ჩამოვართვი. კაშიამ სეზონის ბოლოს მითხრა, სინამდვილეში ჩემზე იმ დროს რასაც ფიქრობდა. დაბნეული გამოიყურებოდი და არ მჯეროდა, რომ პატარა ბიჭს კონტრაქტი გაგიფორმესო..."

"ალბათ, შეშინებული, ანერვიულებული და ძალიან ბავშვური ვიყავი. მაგრამ იმ სეზონში 14 გოლი გავიტანე და გულშემატკივრებმა წლის მოთამაშედ დამასახელეს. იქ ძალიან გავიზარდე და ბევრი ვისწავლე. კაშიამ კი მოგვიანებით აღიარა, რომ მართალი არ იყო და დავამტკიცე, რომ გუნდისთვის ღირებული მოთამაშე ვიყავი. ეს ნიშნავს, რომ მე გამოწვევა მივიღე და ეს კონკრეტული ბრძოლა მოვიგე", - იხსენებს მაუნტი.

შეგახსენებთ, რომ კაშია და მაუნტი ერთად, 2017 წელს  "ვიტესსში" ირჯებოდნენ სადაც კრისი "ჩელსიდან" იჯარით იყო მისული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქვილითაია: "ეს გოლი თვითშეფასებას ამიმაღლებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით