გატუზო: "როცა "ნაპოლის" მწრთვნელობას დავთანხმდი ვიცოდი, რაც მელოდა"

22-01-2020, 15:11

იტალიის თასის მეოთხედფინალის დასრულების შემდეგ, რომელშიც, "ნაპოლიმ" "ლაციო" დაამარცხა, ნეაპოლელთა  თავკაცმა ჯენარო გატუზომ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"ლაციო" ძალიან კარგი გუნდია, მათი ფიზიკური მომზადება და ტაქტიკა შეუძლებელია ვინმემ დაიწუნოს, ჩვენ მატჩის მიწურულს რამდენიმე შეცდომა დავუშვით, თუმცა, თამაში მაინც მოვიგეთ და ახლა მომავალ მატჩებზე უნდა ვკონცეტრირდეთ".

"როდესაც "ნაპოლის" მთავარ მწვრთნელობას დავთანხმდი, ვიცოდი, რომ წინ რთული სამუშაო მელოდებოდა. სერია ა-ს გასულ ტურში, "ფიორენტინას" წინააღმდეგ სამარცხვინოდ გამოვიყურებოდით და ამისთვის პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ", - განაცხადა გატუზომ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შენგელია ევროლიგის ორ სიმბოლურ გუნდში მოხვდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით