კავანის მამა: "ჩელსი"? ჩვენ მადრიდულ კლუბს შევუთანხმდით"

22-01-2020, 19:53

როგორც მოგეხსენებათ, ედისონ კავანიმ "პარი სენ-ჟერმენის" დატოვება გადაწყვიტა. აღნიშნულის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან ედისონის მამამ, ლუის კავანიმ ისაუბრა.

"ჩვენ ბევრი შეთავაზება მივიღეთ აშშ-დან, ინგლისიდან და გერმანიიდან, მათგან გასნაკუთრებით "ჩელსი" აქტიურობს, მაგრამ მადრიდის "ატლეტიკოსთან" რამდენიმე მიზეზის გამო შევთანხმდით. ჩვენ გვინდა კარიერა მადრიდში გააგრძელოს, მაგრამ თუ "პსჟ-ში" დარჩება, ეს მხოლოდ ივნისამდე იქნება".

"ტუხელმა თქვა, რომ ის სჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ "პსჟ-ს" ეშინია, რომ კავანის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე მოუწევთ თამაში. ბოლო პერიოდში ძალიან ცოტა ითამაშა, კლუბი უსამართლოდ ეპყრობა", - განაცხადა ლუისმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალური განცხადება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით