Don Balon: სალაჰი "ლივერპულს" დატოვებს

22-01-2020, 19:26

გავლენიანი გამოცემა Don Balon-ის მიერ გავრცლებული ინფორმაციით,  "ლივერპულის" შემტევმა, მოჰამედ სალაჰმა შესაძლოა კლუბი დატოვოს.

წყაროს ცნობით, ზაფხულში სალაჰის დამატებას "რეალი" შეეცდება.

აღნიშნული ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, 27 წლის ეგვიპტელის ადგილს "ლივერპულში" ტიმო ვერნერი დაიკავებს.

შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰი "ლივერპულის" ღირსებას 2017 წლიდან იცავს. მან ინგლისური კლუბის მაისური 133 შეხვედრაში მოირგო, 86 გოლი გაიტანა და 37 საგოლე გადაცემა მიითვალა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რა განაცხადა ცხვრების მწყემსმა, რომელმაც თბილისის "დინამოს" 3 გოლი გაუტანა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით