ოფიციალურად: ანანიძე "ანორთოსისის" ფეხბურთელია

22-01-2020, 22:13

კვიპროსული "ანორთოსისის" ოფიციალურმა საიტმა ჯანო ანანიძის ტრანსფერი დაადასტურა.

27 წლის ნახევარმცველმა რამდენიმე დღის წინ მოსკოვის "სპარტაკთან" გაწყვიტა კონტრაქტი და ამის შემდგომ, ხშირად იწერებოდა იმის შესახებ, რომ ის ფამაგუსტურ კლუბში გადავიდოდა. დღეს კი ტრანსფერი საბოლოოდ დადასტურდა.

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ანანიძე "ანორთოსისის" რიგებში სეზონის დასრულებამდე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ კლუბს თემურ ქეცბაია წვრთნის, შემადგენლობაში კი კიდევ ოთხი ქართველი, გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, ნიკა კაჭარავა და თორნიკე ოქრიაშვილი ირიცხება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქვილითაია: "ეს გოლი თვითშეფასებას ამიმაღლებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით