"ბარსელონა" თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელის გუნდთან 1 საათის მანძილზე მარცხდებოდა

23-01-2020, 00:26

კატალონიის "ბარსელონამ" კოპა დელ რეის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე მატჩი "იბიცასთან" გამართა და ბოლო წუთზე გრიზმანის დუბლის წყალობით იმარჯვა 1:2.

მიუხედავად იმისა, რომ "ბლაუგრანას" მეტოქე ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონის გუნდი გახლდათ, კატალონიელებს გამარჯვება ძალიან გაუჭირდათ და მთელი საათის მანძილზე მარცხდებოდნენ კიდეც.

საინტერესოა, რომ ამ პატარა კლუბში ასპარეზობს თბილისის "დინამოს" ყოფილი მოთამაშე, ფრან კარბია, რომელიც დღევანდელ მატჩში ჯერჯერობით სათადარიგოთა სკამზე იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ ქართული ფეხბურთის ფლაგმანის მაისურით ფრანმა 11 მატჩი ჩაატარა და 2 გოლიც შეაგდო.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რა განაცხადა ცხვრების მწყემსმა, რომელმაც თბილისის "დინამოს" 3 გოლი გაუტანა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით