ანანიძე: "ჩემი გადმოსვლის მთავარი მიზეზი ქეცბაიაა"

23-01-2020, 14:36

"ანორთოსისში" ტრანსფერის ოფიციალურად დადასტურების შემდეგ ჯანო ანანიძემ პირველი კომენტარი გააკეთა.

" ბედნიერი ვარ აქ ყოფნით, რადგან ჩემი კარიერის გარკვეულ მომენტში მიზანი სხვა ლიგაში თამაში იყო და ამას გავაკეთებ ისეთ შესანიშნავ გუნდში, როგორიც "ანორთოსისია".

"განსაკუთრებული მადლობა თემურ ქეცბაიას, რომელიც მესაუბრა გუნდის მიზნებისა და ფილოსოფიის შესახებ, რამაც ჩემი ამგვარი გადაწყვეტილება განაპორობა".

"ჩვენი მიზანი ტიტულის მოპოვებაა, "ანორთოსისი" შესანიშნავი გუნდია, შეესაბამება ჩემს მიზნებს. ჩემი გუნდისთვის თავს არ დავზოგავ და 100%-ით დავიხარჯები, ვეცდები, რომ მოედანზე ჩემი პოტენციალის მაქსიმუმი ვაჩვენო", - განაცხადა ჩვენებურმა.

შეგახსენებთ, ჯანომ თემურ ქეცბაიას გუნდთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"შეუძლიათ გამოაქვეყნონ რაც სურთ, ამით ყველაფერი მორჩება", - ბასილაშვილის ადვოკატი

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით