"მანჩესტერ სიტის" ვარანი სურს !

24-01-2020, 02:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ სიტის" სატრანსფერო რადარზე ახალი მოთამაშე გამოჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობის გრანდი ამჟამად ყველაზე მეტად, მადრიდის "რეალის" ფრანგი ცენტრალური მცველის, რაფაელ ვარანის გადაბირებითაა დაინტერესებული.

ცნობების მიხედვით, ორ მხარეს შორის მოლაპარაკებები ჯერ-ჯერობით წარმატებით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის სატრანსფერო ღირებუბულება ამჟამად 85 მილიონი ევროს შეადგენს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით