"იუნაიტედს" ფერნანდეშისთვის 10 მილიონი აკლდება !

24-01-2020, 02:11

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედს", ლისაბონის "სპორტინგიდან" პორტუგალიელი ნახევარმცველის, ბრუნო ფერნანდეშის გადაბირებამდე მხოლოდ 10 მილიონი აშურებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისური გრანდის პრეზიდენტი, ედ ვუდვორდი 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ მხოლოდ 50 მილიონი გირვანქას გადახდას გეგმავს.

ცნობების მიხედვით, "სპორტინგი" მის ვარსკვლავს, 60 მილიონად აფასებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენა ამასთან ერთად, მიუნხენის "ბაიერნს" სურს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქვილითაია: "ეს გოლი თვითშეფასებას ამიმაღლებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით