რატომ ითამაშა ჯანო ანანიძემ სხვა ფეხბურთელის გვარით, რუსეთში განცხადება გააკეთეს

24-01-2020, 17:49

მოსკოვის "სპარტაკის" სკაუტების ყოფილმა დირექტორმა ალეკსანდრ ავერიანკოვმა ჯანო ანანიძის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, ქართველმა ფეხბურთელმა თავდაპირველად "სპარტაკის" შემადგენლობაში სხვა ფეხბურთელის გვარით ითამაშა.

"ჯანო საქართველო - რუსეთის ნაკრებების თამაშის დროს შევნიშნე, დავაკვირდი და მალევე წამოვიყვანეთ. სინჯების დროს იგი სამოყვარულო ჩემპიონატზე გამოვიყვანეთ".

"მან ყველას აჯობა და ორი გოლი გაიტანა. იგი იმ დროს სხვა ფეხბურთელის გვარით ვათამაშეთ. სასაცილოა, რომ ვის გვარსაც ატარებდა, იქამდე გოლი არასდროს ჰქონდა გატანილი".

"ჯანო ჩემი ტკივილია" . - განაცხადა ავერიანკოვმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქვილითაია: "ეს გოლი თვითშეფასებას ამიმაღლებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით