საგინაშვილი: "როცა რუსს ხელი დავუდე, ვაჟა ექიმი გამახსენა და ზუსტად მაშინ..."

25-01-2020, 13:02

ქართველმა მკლავჭიდელმა, კომერციული ტურნირის TOP 8 - ის გამარჯვებულმა გასულ წელს ლევან საგინაშვილმა ქართულ სპორტულ გამოცემა 90wuti.ge -ს თან ინტერვიუ ჩაწერა.

ლევანმა ჟურნალისტებთან საუბრისას გასულ წელს TOP 8 - ის გადამწყვეტი შერკინება გაიხსენა, რომელშიც რუსი ვიტალი ლალეტინი 6:0 დაამარცხა.

"ბრძოლის დროს სულ მახსენდებოდა ვაჟა ექიმის ამბავი. ზუსტად მაშინ, სულ ვფიქრობდი, რომ ვინც იბრძვის, საქართველოს ერთიანობისთვის უნდა იბრძოლოს"

"ასევე უნდა აღვნიშნო შინდისის ბრძოლა. ეს ჩემზე ფსიქოლოგიურად მოქმედებდა და საბრძოლო განწყობას მიქმნიდა. მიხარია, რომ სიამოვნება მივანიჭე ჩემს თავს და ჩემს თანამემამულეებს". - განაცხადა ლევანმა.

წყარო: 90wuti.ge 
ავტორი: თათული ოჩიგავა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით