"ბარსას" ახალი მწვრთნელის კომენტარი "ვალენსიასთან" მარცხის შემდეგ: "მთავარი ახლა ესაა"

25-01-2020, 21:43

"ბარსელონას" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა "ვალენსიასთან" განცდილი მტკივნეული მარცხის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა:

"არის გარკვეული დავალებები, რომლებსაც ფეხბურთელები ჯეროვნად ვერ ასრულებენ, ან ჩვენ ვერ ვუხსნით მათ კარგად, თუ რას ვითხოვთ. არავის მოსწონს ის, რაც დღეს ვიხილეთ.

ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. პოზიციურადაც უნდა დავხვეწოთ თამაში, რადგან ბევრი უაზრო გადაცემა შევასრულეთ.

პირველი ტაიმის საუკეთესო მომენტი ის იყო, რომ საწყისი ორმოცდახუთწუთეული ფრედ დავასრულეთ. მეორე ნახევარში უკეთესად გამოვიყურებოდით, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა.

კარლეს პერესი? პერსონალურ თემებზე არ ვისაუბრებ.

ფრენკი? ის დიდებული ფეხბურთელია, თუმცა ზუსტად უნდა გაიგოს, თუ რას ვითხოვთ მისგან.

ნამდვილად არ გვინდა ბურთი ტყუილად გვქონდეს. მისი ფლობით შანსები უნდა შევქმნათ." - განაცხადა სეტიენმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რა განაცხადა ცხვრების მწყემსმა, რომელმაც თბილისის "დინამოს" 3 გოლი გაუტანა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით