რომან ბიურკი: "ჰოლანდი უკვე დაღმა მიდის"

25-01-2020, 17:18

"დორტმუნდის" მეკარემ რომან ბიურკიმ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას ერლინ ჰოლანდის გარჯა შეაფასა. გერმანელი მიიჩნევს, რომ ნორვეგიელს უკვე რეგრესი დაეწყო. ცხადია, შვეიცარიელმა კიპერმა იხუმრა, რადგან ჰოლანდმა ჯერ ჰეთ-თრიქი შეასრულა, შემდეგ დუბლი.

"ვწუხვარ, რომ ის უკვე დაღმასვლას განიცდის, პირველად სამი გოლი გაიტანა, ახლა კი, მხოლოდ ორი... იმედია, მომდევნო მატჩში მხოლოდ ერთ გოლს არ გაიტანს. სერიოზულად, ის შესანიშნავია, ყველაფერს აკეთებს, რომ უმაღლეს დონეს მიაღწიოს", - განაცხადაა ბიურკიმ.

შეგახსენებთ, რომ "დორტმუნდმა" ჰოლანდი მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში დაიმატა.

ნორვეგიელმა ორი თამაში ჩაატარა, ჯამში 60 წუთი იყო მინდორზე და 5 გოლი გაიტანა, რაც ბუნდესლიგის ისტორიაში სარეკორდი შედეგია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით