"შემდეგ 10 რუსი წამოვიდა, ვიტალი არ შეეპუა და ყველას მაგრად სცემა"

25-01-2020, 23:21

ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა, ნოდარ ხიზანიშვილმა ლეგენდარულ ვიტალი დარასელიას შესახებ საინტერესო ისტორია გაიხსენა.

"ძალიან უყვარდა ხუმრობა. მოსიყვარულე გულიც ჰქონდა, მაგრამ, ვინმე თუ გააბრაზებდა, ჯობდა წინ არ გადასდგომოდი."

"ერთხელ მოსკოვის "დინამოს" წინააღმდეგ თამაშის შემდეგ ნაკრების შეკრებაზე დავრჩით. მოსკოვში ვსეირნობდით, რა დროსაც დაახლოებით 10-კაციანი ჯგუფი წამოვიდა."

"რა თქმა უნდა, ჩვენც მოგვხვდა, თუმცა, არც ჩვენ დაგვიკლია მათთვის არაფერი. განსაკუთრებით კი დარასელიამ ივაჟკაცა, ისე ჩხუბობდა, ფილმებში რომ გინახავთ. როგორც შემდეგ გავიგეთ, "დინამოს" ფანები იყვნენ, რომლებიც ვიტალის თამაშმა გაამწარა." - იხსენებს ხიზანიშვილი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით