კავანიმ ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა

26-01-2020, 21:19

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელი, ედინსონ კავანი მადრიდის "ატლეტიკოში" გადასვლასთან სულ ახლოსაა.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, 32 წლის ფეხბურთელმა მადრიდულ გუნდში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.

კავანი "პსჟ-ში" 2013 წელს "ნაპოლიდან" 64.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მიმდინარე სეზონში ფორვარდის ანგარიშზე საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებულ 9 მატჩში 2 გოლია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით