"რომას" პრეზიდენტი კობი ბრაიანტის გარდაცვალებას გამოეხმაურა

27-01-2020, 00:30

იტალიური "რომას" პრეზიდენტი ჯეიმს პალოტა ავიაკატასტროფას გამოეხმაურა, რომელმაც კობი ბრაიანტის სიცოცხლე შეეწირა და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

"ჩემი და სრულიად "რომას", პერსონალისა და მოთამაშეების სახელით, მწუხარებას გამოვთქვამ ტრაგედიის გამო. ვუერთდები დანარჩენ სპოტულ სამყაროს, რომელიც გლოვობს კობი ბრაიანტის გარდაცვალებას".

"კობი ნამდვილი კერპი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი იყო".

"მთელი გულით ვიზიარებთ კობისა და დანარჩენი მგზავრების ოჯახების მწუხარებას", - დაწერა პალოტამ სოციალურ ქსელში.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ მიაგეს პატივი გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას

დაგვიმეგობრდით