კობისთან ერთად NBA-ს კიდევ ერთი ვარსკვლავი გარდაიცვალა

27-01-2020, 00:32

ამერიკული გამოცემების ინფორმაციით, კობი ბრაიანტისთან ერთად ვერტმფრენში კიდევ ერთი ლეგენდარული კალათბურთელი იმყოფებოდა.

წყაროს ცნობით, შვეულმფრენში, რომელმაც ავიაკატასტროფა განიცადა "ბოსტონისა" და "ლეიკერსის" ყოფილი კალათბურთელი, რიკი ფოქსი და მისი ქალიშვილი იმყოფებოდნენ.

ფოქსი იმ "ლეიკერსის" ძირითადი გუნდის წევრი იყო, რომელმაც 2000-02 წლებში ზედიზედ სამჯერ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული.

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კალიფორნიაში ვერტმფრენმა ავიაკატასტროფა განიცადა, რომელშიც კობი ბრაიანტი იმყოფებოდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რა განაცხადა ცხვრების მწყემსმა, რომელმაც თბილისის "დინამოს" 3 გოლი გაუტანა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით