გატუზო: "ჯერ კიდევ შოკირებული ვარ"

27-01-2020, 17:12

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ, "იუვენტუსთან" მოპოვებული უმნიშვნელოვანესი საშინაო გამარჯვების შემდეგ, მედიის წარმომადგენელბთან ისაუბრა.

"დღეს, როდესაც სახლში მივალ, "ფიორენტინასთან" წაგების მიზეზების გაანალიზებას გავაგრძელებ, უბრალოდ შოკირებული ვარ კვლავ. ორ ძალიან ძლიერ გუნდთან გავიმარჯვეთ, თუმცა პრობლემები ჯერ კიდევ გვაქვს".

"ბიჭებს ამ გამარჯვებას ვულოცავ, მადლობელი ვარ მათი მუშაობით. ახლა მთავარია, ასეთი სვლა შევინარჩუნოთ და მომდევნო მატჩებიდანაც მაქსიმუმი მივიღოთ. წინ ჯერ კიდევ დიდი დროა," -  განაცხადა გატუზომ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შენგელია ევროლიგის ორ სიმბოლურ გუნდში მოხვდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით