ოფიციალურად: "საბურთალომ" ჰოლანდიელი მცველი დაიმატა

27-01-2020, 17:28

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბმა "საბურთალომ" 25 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელი ჯულიუს ბლეიკი დაიმატა.

ცენტრალური მცველი, რომლის სიმაღლე 188 სანტიმეტრია, ბოლო 2 სეზონი ჰოლანდიის პირველი დივიზიონის "იგლზში" ასპარეზობდა, სადაც ჯამში 34 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

საბურთალოელთა ახალწვეული 2017-2018 წლების სეზონში ასევე ჰოლანდიის პირველი დივიზიონის  "დორდეხტში" ასპარეზობდა, რომლის მაისური 26-ჯერ მოირგო და მეტოქის კარი ერთხელ აიღო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ნიკა ბასილაშვილის ოჯახში მატებაა. ჩოგბურთელის ახალი სიყვარული ფოტოს აქვეყნებს

დაგვიმეგობრდით