"რომა" კარლეს პერესის დამატებასთან ახლოსაა

27-01-2020, 22:18

კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველი, კარლეს პერესი კარიერას იტალიის სერია ა-ში გააგრძელებს.

ესპანური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, 21 წლის ფეხბურთელის დამატებით "რომა" არის დაინტერესებული.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე შედგა და პერესი დედაქალაქურ კლუბში 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდება. ტრანსფერი სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ დადასტურდება.

შეგახსენებთ, რომ პერესი "ბარსელონას" რიგებში 2012 წლიდან ირიცხება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით