დელ ბოსკე ვალვერდეს დათხოვნამ გააკვირვა

27-01-2020, 22:21

რამდენიმე კვირის წინ კატალონიის "ბარსელონამ" აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე დაითხოვა.

კლუბის აღნიშნული გადაწყვეტილება გაუკვირდა ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილ დამრიგებელს, ვისენტე დელ ბოსკეს.

"არ ვაპირებ, რომ კლუბის საქმეში ჩავერიო და მათი გადაწყვეტილებები განვსაჯო. თუმცა, ვალვერდეს დათხოვნა ძალიან გამიკვირდა."

"დღეს-დღეისობით მწვრთნელებს სათანადოდ არ აფასებენ და მათ ხშირად უსამართლოდ უშვებენ. იგივე შემთხვევებია ინგლისის პრემიერლიგაშიც." - აცხადებს დელ ბოსკე.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით