მიულერი ყოფილ მთავარ მწვრთნელს აკრიტიკებს

27-01-2020, 22:26

მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, თომას მიულერმა გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ნიკო კოვაჩი გააკრიტიკა.

"არ მესმოდა და ახლაც არ მესმის, თუ რატომ ვიყავი ზედიზედ ექვსი თამაშის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე, მაშინ, როცა საკმაოდ კარგ ფორმაში ვიყავი."

"კოვაჩის წასვლის შემდეგ საქმეები გაცილებით უკეთესად მიდის და ყველა შეხვედრაში ბრწყინვალედ ვითამაშეთ." - აცხადებს მიულერი.

შეგახსენებთ, რომ "რეკორდმაისტერმა" კოვაჩი გასული წლის ნოემბერში დაითხოვა, არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით