რა მოხდა სინამდვილეში - პოლიციამ ოფიციალური განცხადება გააკეთა

27-01-2020, 23:19

ავიაკატასტორფის შესახებ, რომელსაც ლეგენდარული კობი ბრაიანტისა და მისი ქალიშვილის სიცოცხლე შეეწირა, ლოს ანჯელესის პოლიციამ დასკვნა გამოაქვეყნა.

ცნობილია, რომ ვერტმფრენი, რომელიც გუშინ დილით ჩამოვარდა კალიფორნიაში და 9 ადამიანი იმსხვერპლა, სპეციალური ვიზუალური საფრენი წესებით მიფრინავდა, რომელსაც პოლოტები უამინდობასა და ცუდი ხილვადობის პირობებში იყენებენ.

ბარბენკის აეროპორტის საკონტროლო კოშკურამ ვერტმფრენის პილოტს ჩრდილო-აღმოსავლეთით, I-5 ავტოსტრადის მიმართულებით გადაადგილების უფლება აღნიშნული წესების გამოყენებით მისცა. პილოტისა და კოშკურის აუდიოჩანაწერით დასტურდება, რომ ვერტმფრენი მიღებულ რჩევას იცავდა და 2 500 მეტრსა და დროდადრო შედარებით დაბალ სიმაღლეზე მიფრინავდა.

მომდევნო აუდიოჩანაწერში ნათლად ისმის, რომ კოშკურიდან პილოტს სიმაღლის მომატება ურჩიეს, თუმცა ამ უკანასკნელს არაფერი შეუცვლია.

ლოს ანჯელესის პოლიცია ვარაუდობს, რომ პილოტმა გეზი არ შეცვალა, რათა აეროპორტის რადარს საფრენი საშუალება კარგად დაეფიქსირებინა.

თანამგზავრიდან გადაღებულმა ფოტომ დაადასტურა ისიც, რომ ავიაკატასტროფის სავარაუდო ადგილს ღრუბელი ფარავდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რა განაცხადა ცხვრების მწყემსმა, რომელმაც თბილისის "დინამოს" 3 გოლი გაუტანა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით