რა ხდებოდა "რეალის" გასახდელში, როცა ბრაიანტის სიკვდილის შესახებ გაიგეს

27-01-2020, 23:43

გუშინ მადრიდის "რეალმა" სტუმრად "ვალიადოლიდი" დაამარცხა ანგარიშით 0:1 და ლა ლიგას ჩაუდგა სათავეში.

ამ ფაქტის მიუხედავად, "სამეფო კლუბის" ფეხბურთელებს დიდი სიხარული არ ემჩნეოდათ.

ესპანური გამოცემა JLS-ის ინფორმაციით, გუნდის გასახდელში მოთამაშეებს გალიდერება არ აღუნიშნავთ. მიზეზი კი კობი ბრაიანტის გარდაცვალება გახლავთ.

ლეგენდარული კალათბურთელი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. "რეალის" ფეხბურთელებმა ეს ამბავი მატჩის მიმდინარეობისას შეიტყვეს.

  • გამოგვყევი Telegram-ზე და მიიღე "რეალის" შესახებ ყველა მნიშვნელოვანი სიახლე ყველაზე სწრაფად: https://t.me/Realnews

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით