ოფიციალურად: "ინტერმა" ერიკსენი გაიფორმა

28-01-2020, 19:00

ლონდონის "ტოტენჰემის" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი, კრისტიან ერიკსენი კარიერას მილანის "ინტერში" გააგრძელებს.

"ნერაძურის" ოფიციალური საიტის ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ 27 წლის ფეხბურთელი იტალიურ კლუბს შეუერთდება.

დანიელმა ნახევარმცველმა მილანურ კლუბთან 2024 წლამდე გააფორმა კონტრაქტი. მისი სათამაშო ნომერი კი 24 იქნება.

ტრანსფერში ასევე გათვალისწინებულია პუნქტები, რომლის მიხედვითაც "ტოტენჰემი" გარკვეულ ბონუსებს მიიღებს. გარდა ამისა, ერიკსენის გაყიდვის შემთხვევაში თანხას ლონდონელებიც მიიღებენ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ გამოეხმაურა შოთა არველაძე ბასილაშვილის სკანდალს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით