სუსო ესპანეთშია!

29-01-2020, 16:17

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანის" შემტევი, სუსო დიდი ალბათობით იანვრის ბოლომდე გუნდს დატოვებს და კარიერას ესპანეთის ლა ლიგაში გააგრძელებს.

26 წლის ფეხბურთელი უკვე ესპანეთშია, რამდენიმე საათში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კარიერას "სევილიაში" გააგრძელებს.

მხარეები ტრანსფერის თაობაზე გიშინ შეთანხმდნენ. სუსო ახალ კლუბში 6 თვიანი იჯარის წესით გადავა, ხოლო "სევილიას" ზაფხულში მისი გამოსყიდვის უფლება 20 მილიონ ევროდ ექნება.

შეგახსენებთ, რომ სუსო "მილანში" 2014 წლიდან თამაშობს და ჩატარებულ 153 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 24-ჯერ აიღო და 31 ასისტი მიითვალა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

გუცაევი: "ნაკრები აუცილებლად მან უნდა გაწრთვნას"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით