"ევერტონმა" "ბარსელონას" უარი უთხრა !

30-01-2020, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონა" იანვრის სატრანსფერო ფანჯარაში შეტევის გაძლიერების საქმეს განაგრძობს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანური გრანდი ბოლო დღეების განმავლობაში მოლაპარაკებებს, მერსესაიდულ "ევერტონთან" ბრაზილიელი თავდამსხმელის, რიშარლისონის გადასაბირებლად აწარმოებდა.

ცნობების მიხედვით, "ბლაუგრანას" 80 მილიონ გირვანქიან შეთავაზება "ევერტონმა" უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულ გრანდს ამასთან ერთად, "ამსტერდამის" აიაქსის" სერბი ვარსკვლავის, დუსან ტადიჩის შეძენა სურს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მოლსი: "არველაძესთან ერთად თამაში საოცარი იყო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით