კარასკო "ატლეტიკოში" დაბრუნებასთან ახლოსაა

31-01-2020, 16:23

მცირე პაუზის შემდეგ ბელგიელი გარემარბი, იანიკ ფერეირა კარასკო ევროპულ ფეხბურთში ბრუნდება.

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, 28 წლის ვინგერი მადრიდის "ატლეტიკოში" დაბრუნებასთან ახლოსაა.

წყაროს ცნობით, კარასკო უკვე ესპანეთის დედაქალაქში იმყოფება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც მოაწერს ხელს. ტრანსფერი სწორედ ამის შემდეგ დადასტურდება.

შეგახსენებთ, რომ კარასკო ჩინეთში 2018 წლამდე, წასვლამდე სწორედ "როხიბლანკოს" ღირსებას იცავდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით