პიონტეკი "მილანის" გულშემატკივარს გამოემშვიდობა: "ამ კლუბში თამაშით ბავშვობის ოცნება ავიხდინე"

31-01-2020, 23:09

"მილანის" უკვე ყოფილმა შემტევმა, კრიშტიფ პიონტეკმა იტალია ოფიციალურად დატოვა და კარიერას "ჰერტაში" აგრძელებს.

ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ, პიონტეკიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც გულშემატკივარს დაემშვიდობა.

"მილანში" თამაშით ბავშვობის ოცნება ავიხდინე. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამ გუნდის მაისურით ვითამაშებდი და გოლებს გავიტანდი".

"სერია ა-ს გრანდების კარში გატანილი გოლები, შევჩენკოს და ინძაგის შეფასებები და გულშემატკივრების ემოციები ცხოვრების ბოლომდე არ დამავიწყდება".

"მოედანზე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი და ახალ კლუბშიც იგივეს გავაკეთებ - სწორედ ეს არის ჩემი ცხოვრების სტილი. უკვე ყოფილ გუნდს "მილანს" კი წარმატებებს ვუსურვებ", - წერს პიონტეკი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით