ოფიციალურად: კარასკო "ატლეტიკოში" დაბრუნდა !

1-02-2020, 01:41

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "ატლეტიკომ" იანვრის სატრანსფერო ფანჯარა ბოლო წამს მიღებული გადაწყვეტილებით დაასრულა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არგენტინელი სპეციალისტის, დიეგო სიმეონეს ხელმძღვანელობის გუნდში ოფიციალურად დაბრუნდა ბელგიელი თავდამსხმელი, იანიკ კარასკო.

ცნობების მიხედვით, 26 წლის შემტევი "როხი ბლანკოს" რიგებში, მიმდინარე სეზონის ბოლომდე, იჯარის წესით იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენა ამასთან ერთად, ლონდონის "არსენალს" სურდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩვენებურებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით