სეტინი: "მას "ბარსელონაში" გადმოსვლა სურს და ეს დიდებულია"

1-02-2020, 15:28

კატალონიის "ბარსელონას" ახალდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა, მედიის წარმომადგენლებთან "ბლაუგრანას" რიგებში ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაის შესახებ ისაუბრა.

"კარგია, რომ ნეიმარს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს. დიდებული ფეხბურთელების ყურება და მათი საკუთარ გუნდში ხილვა მშვენიერია. თუ ამის საშუალება ყოველ დღე მექნება, ეს ძალიან გამახარებს", - განაცხადა ესპანელმა.

შეგახსენებთ ნეიმარი "პარი სენ-ჟერმენში" 2017 წელს სწორედ "ბარსელონადან" გადავიდა და მას კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით