ოფიციალურად: საბა ლობჟანიძის ახალი კლუბი ცნობილია

1-02-2020, 15:48

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი საბა ლობჟანიძე კარიერას თურქეთის უმაღლეს დივიზიონში, "ანკარაგიუჯიუს" რიგებში გააგრძელებს.

დედაქალაქური კლუბი თურქული სუპერ ლიგის 19 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა პოზიციას იკავებს 13 ქულით. არასახარბიელო შედეგების გამო "ანკარაგიუჯიუმ" ათი ფეხბურთელი დაიმატა, რომელთა შორის ერთ-ერთი სწორედ საბა გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ საბა დანიური სუპერლიგის მკვიდრ "რანდერსში" 2017 წლის ზაფხულში გადაბარგდა თბილისის "დინამოდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით.

საბამ დანიის ჩემპიონატის 85 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საკუთარ ანგარიშზე 28 გოლის დაგროვება შეძლო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რა გააკეთეს შაქარაშვილის თანაგუნდელებმა მისი გარდაცვალების შემდეგ ჩატარებულ პირველ მატჩში (ფოტოები)

დაგვიმეგობრდით