"მილანის" ბოლო ტრანსფერი გაოფიციალურდა

1-02-2020, 18:57

ოფიციალურად, "მილანმა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ბრიუსელის "ანდერლეხტიდან" ალექსის სალემაკერსი დაიმატა.

გავრცელებული ცნობით, ფეხბურთელთან 6-თვიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა, რაც "როსონერის" 3,5 მილიონი დაუჯდა და იმ შემთხვევაში თუ შემდგომ მის გამოსყიდვას მოისურვებენ, კვლავ იგივე თანხის გადახდა და ბონუსის სახეით ერთი მილიონის დამატება მოუწევს.

მოგახსენებთ, სალემაკერსი "ანდერლეხტის" აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 59 შეხვედრაში 2 გოლის გატანა მოახერხა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ყველა მატჩი მაყურებლის გარეშე - უეფაში ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით