ჰოლანდი: "ვერ წარმოვიდგენდი ამდენი გოლის გატანა თუ შემეძლო"

2-02-2020, 16:12

დორტმუნდის "ბორუსიას" ახალწვეულმა  თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა, მედიის წარმომადგნლებთან საკუთარი მიღწევების შესახებ ისაუბრა.

"დორტმუნდი ჩემი ახალი სახლია, ძალიან კარგი თანაგუნდელები მყავს. ვერ ვიფიქრებდი, რომ ამდენი გოლის გატანას შევძლებდი, მაგრამ ჩემს ანგარიშზე უკვე 7 გოლია. ამით სიამოვნებას ვიღებ. წინ კიდევ ბევრი რამ მელის",  - განაცხადა ჰოლანდიმ.

მოგახსენებთ, ბუნდესლიგის მე-20 ტურში დორტმუნდის "ბორუსიამ" "უნიონ ბერლინს" უმასპინძლა და 5:0 დაამარცხა. მატჩში ჰოლანდმა დუბლი გაიფორმა, ფორვარდის ანგარიშზე ჩემპიონატში უკვე 7 გოლია.

შედეგად, ნორვეგიელი გახდა პირველი ფეხბურთელი ბუნდესლიგის ისტორიაში, რომელმაც საწყის სამ მატჩში 7 გოლის გატანა შეძლო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით