ფუტსალში საქართველომ წარმატებით იასპარეზა და მომდევნო ეტაპზე გავიდა

2-02-2020, 16:46

საქართველის ფუტსალის ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შესარჩევი რაუნდის F ჯგუფში ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო და შემდეგ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

თბილისში გამართულ საკვალიფიკაციო რაუნდის დასკვნით შეხვედრაში, ავთანდილ ასათიანის გუნდის მეტოქე კოსოვოს ფუტსალის ნაკრები იყო. შეხვედრა საქართველოს ნაკრების სრული უპირატესობით წარიმართა და ჩვენმა გუნდმა მეტოქე ანგარიშით - 6:1 დაამარცხა.

კოსოვოს წინააღმდეგ გამართული შეხვედრით საქართველოს ფუტსალის ნაკრების ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შესარჩევი რაუნდი დაასრულა. ავთანდილ ასათიანის ჯგუფმა F ჯგუფში სამივე შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო და შემდეგ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. გერმანია,რომელმაც ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, საკვალიფიკაცი ეტაპის პლეიოფში იასპარეზებს.

საკვალიფიკაციო ტურნირის ჯგუფური ეტაპის წილისყრა მიმდინარე წლის 14 მაისს შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართება. ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის, 2021 წლის თებერვლიდან სექტემბრის ჩათვლით იბრძოლებს. ფუტსალის ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი ნიდერლანდებში გაიმართება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ყველა მატჩი მაყურებლის გარეშე - უეფაში ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით