ლუკაკუ "იუნაიტედს" გატანილი გოლებით გაუთანაბრდა

3-02-2020, 15:44

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ "ინტერი" "უდინეზეს" დაუპირისპირდა და მილანურმა გუნდმა 0:2 მოიგო.

შეხვედრაში დუბლი რომელუ ლუკაკუმ გაიფორმა და ჯამში მას 2020 წელს 4 გოლი დაგროვდა, რითაც ის თავის ყოფილ კლუბს "მანჩესტერ იუნაიტედს" გაუთანაბრდა.

მთლიანმა მანჩესტერულმა გუნდმაც 2020 წელს ინგლისის ჩემპიონატში მხოლოდ ოთხი გოლის გატანა შეძლო.

ლუკაკუმ მიმდინარე სეზონში სერია ა-ს ეგიდით 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ჯამში 16 გოლი მიითვალა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონთა ლიგაზე - ყველაფერი გადაწყვეტილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით